მთვარე ჩვენს ჰოროსკოპში
მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს მთვარის პოზიციას პირად ჰოროკოში, ხშირად ადამიანები საკუთარ ჰოროსკოპზე საუბრობენ მზის პოზიციიდან გამომდინარე, ასევე კეთდება პროგნოზები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ის თევზებია თუ კურო, მსჯელობენ მზის პოზიციის მიხედვით, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, თუ მთვარე რომელ ზოდიაქოში იმყოფებოდა ადამიანის დაბადების მომენტში. ინდურ ასტროლოგიაში მთვარის პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს მთვარის ჰოროსკოპი „ჩანდრა ლაგნა„ რომელიც კარგად ასახავს ადამიანის შინაგან ბუნებას, კერძოდ პლატფორმას, რაზეც შემდგომში იქმნება ადამიანის „სამსკარები„ სამსკარა ინდურ ფილისოფიაში არის მენტალური კვალი, რასაც ქმნის მოვლენები, წარსულის გამოცდილებები და ქმედებები ადამიანის ქვეცნობიერებაში და რაც იწვევს ადამიანის ემციურ რეაქციებს, შემდგომში ეს ყველაფერი განაპირობებს ადამინის მოქმედებას კონკრეტულ სიტუაციებში, რაც მის ცხოვრებაში იქმნება.
ინდურ ფილოსოფიაში არის აგრეთვე მეთოდები, თუ როგორ შეიძლება დაძლიოს ადამიანმა თავისი ნეგატიური სამსკარები, რასაც მე ვეთანხმები მხოლოდ ნაწილობრივ, ჩემი დაკვირვებით იმ ნეგატიური სამსკარების შეცვლა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს, შეუძლებელია ადამიანის ქვეცნობიერებაში, სხვა საქმეა მათი მართვა, პირველი ნაბიჯი, რომელიც ინდურ ფილოსოფიაში არის აღწერილი, არის ამ სამსკარების გაცნობიერება ანუ რა ნეგატიური თუ პოზიტიური სამსკარები არსებობს ადამიანის ქვეცნობიერებაში, ამაში კარგად დაეხმარება მთვარის ჰოროსკოპის შედგენა ( ჩანდრა ლაგნა). შემდეგ ინდური ფილოსოფია ურჩევს ადამიანს მედიტაციების ან ნეგატიური სამსკარების საწინააღმდეგო ფიქრების კულტივირებით შეცვლაოს ნეგატიური კერები თავის ქვეცნობიერებაში, რაც მერწმუნეთ ხშირად ძალზედ რთული შესასრულებელია, გაცილებით ადვილია ადამიანი ეცადოს გააძლიეროს თავის ცხოვრებაში ის გარემოებები, რომლებიც იწვევს დადებით სამსკარებს ანუ ეს იგივეა რაც პოზიტიური ენერგიების გამოთავისუფლება მისი ქვეცნობიერებიდან და შეასუსტოს ის გარემოებები, რომლებიც იწვევს ნეგატიური სამსკარებს, ამაში მას დაეხმარება საკუთარი მთვარის ჰოროსკოპის შესწავლა.
თუ როგორ მუშაობს მთვარის ჰოროსკოპი ადამიანის ცხოვრებაში, კარგად ჩანს ცნობილი ამერიკელი გამომგონებლის სემუელ რუბენის მაგალითზე. ის დაბადა 1900 წლის 14 ივლისს, მთვარე მის ჰოროსკოპში იმყოფება მერწყულის ზოდიაქოში, თუ ვიმსჯელებთ მზის მიხედვით ის არის კირჩხიბი ზოდიაქოთი, ამ ზოდიაქოს სულ სხვა საქმიანობები შეესაბამება, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ მთვარის მიხედვით, ასეთ ადამიანს აქვს გამომგონებლის ქვეცბიერი ნიჭი და ნებისმიერი მოვლენები, ფაქტები, ინფორმაცია რასაც ის თავისი ცხოვრების გზაზე ხვდება, პირველ რიგში იწვევს ასეთ ადამიანში იმპულსს, თუ როგორ შეიძლება რაიმეს გაუმჯობესება. თავიდან სამუელ რუბენს ჰქონდა მცირე ზომის ლაბორატორია, სადაც როგორც იტყვიან „თავის ჭიას ახარებდა„ აკეთებდა იმას რაც სიამოვნებდა, ცდილობდა გაეუმჯობესებინა ან გამოეგონებინა სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობები (ესეც რა თქმე უნდა გამოწვეული იყო მისი ქვეცნობიერი იმპულსებით, მაგალითად ერთს ხატვა აინტერესებს, მეორეს მუსიკა, რუბენს კი ელექტროობა იტაცებდა). მას ძალიან უჭირდა არ ყოფნიდა სახსრები საჭირო მასალების შესაძენად, დახმარებისთვის მან მიმართა მეწარმეს ფილიპ მელორის, რომელსაც სთხოვა ვოლფრამის მავთულის დაბრაკული (გადასაყრელი) მასალა ეჩუქებინა, მელორის თავიდან გაუკვირდა ასეთი თავხედობა, მაგრამ როდესაც ნახა რისთვის სჭირდებოდა ეს რუბენს და გაეცნო მის იდეებს მიხვდა, რომ საქმე ქონდა გენიოსთან, ასე დაიწყო მათი თანამშრომლობა. ფილიპ როჯერ მელორი დაიბადა 1885 წლის 11 ნოემბერს, მთვარის ჰოროსკოპით არის თხის რქა, თუ განვიხილავთ ფილიპ მელორის მთვარის ჰოროსკოპს, სემუელ რუბენის მთვარე ხვდება მისი მთვარის ჰოროსკოპის მე-2 ფინანსური შემოსავლების სახლში, ესეიგი ქვეცნიბერად მელორი გრძნობდა რომ რუბენს მისთვის ფული უნდა მოეტანა (მას რომ სცოდნოდა თავისი მთვარის ჰოროსკოპი „ჩანდარ ლაგნა“ ცნობიერადაც გამოიყენებდა ამ შანსს), ხოლო რუბენის მთავრის ჰოროსკოპში კი მელორის მთვარე იმყოფება მე-12 სახლში (ეს სახლი განაგებს დახმარებას, ხელშეწყობას პრობლემების დაძლევის გზაზე), აქაც ქვეცნიბიერად რუბენმა თავისი თხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართა მელორის და ეს ყველზე სწირო ნაბიჯი იყო. მაშ ასე მოხდა ამ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, რითიც მათ გააძლიერეს საკუთარი დადებითი „სამსკარები“. შემდგომში რუბენის იდეების დაფინანსება დაიწყო მელორიმ, ასე შეიქმნა კომპანია „დურასელი“, რომელიც უშვებდა რუბენის მიერ გამოგონებულ ბატარეებს, ამ დროს მოთხოვნილება ხარისხიან ბატარეებზე გაზრდილი იყო იმიტომ, რომ იმდროინდელი „გაჯეტები“ უკვე მოითხოვდნენ სანდო კვების წყაროს, ეს ფაქტიც კარგად ჩანს რუბენის მთვარის ჰოროსკოპში, კერძოდ მეექვსე სახლი რუბენის მთვარის ჰოროსკოპში, იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეცნიბერად ასეთი ადამიანი საუკეთესო სამსკარას სამუშაო პირობების მხრივ ღებულობს, როდესაც აკვირდება იმას, რასაც ცხოვრება და გარემოებები მოითხოვს, მართლაც ასე მოხდა დღითიდღე იზრდებოდა მოთხოვნილება ხარისხიან და საიმედო კვების ელემენტებზე ელექტრონული მოწყობილობებისთვის და ფართოვდებოდა რუბენისთვის სამუშაო სივრცე. ამას ისიც დაემთხვა, რომ გაიზარდა სამხედორების უკმაყოფილება მანამდე არსებული ელექტრობატარეების ხარისხის მიმართ და დურასელმა მათ უფრო გამძლე ბატარეები შესთავაზა, რისი წყალობითაც მიიღო სამხედრო შეკვეთა. სამუელ რუბენმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში სამასზე მეტ გამოგონებაზე მიიღო პატენტი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუბენს არ ჰქონდა მიღებული რაიმე სპეციალური განათლება ის თვითნასწავლი იყო, მიუხედავად იმის, რომ ის თანამშრომლობდა კომპანია დურასელთან, ის არასოდეს არ ყოფილა ამ კომპანიის შტატში და უპირატესობას ანიჭებდა დამოუკიდებლად მუშაობას, ამაზეც მიუთითებს მთვარე მერწყულის ზოდიაქოში (ყველაზე დამოუკიდებელ და თვისუფლების მოყვარე ზოდიაქოში) მის ჰოროსკოპში.
აღწერილი მაგალითი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ აღწერს მთვარის პოზიცია და მთვარის ჰოროსკოპი ადამიანის დადებით ქვეცნობიერ იმპულსებს, რომლებიც აძლიერებს დადებით „სამსკარას“ და როგორ განაპირობებს ეს მისი მხრიდან წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან ეს არის პროგრამისტის იან კუმის ბიოგრაფია,
იანი დაიბადა უკრაინაში 1976 წლის 24 თებერვალს. მის მთვარის ჰოროსკოპში „ჩანდრა ლაგნაში“ მთვარე იმყოფება მშვილდოსნის ზოდიაქოში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოზიტიური „სამსკარა“, რომელიც მის ქვეცნობიერებაში ძლიერი დადებითი ენერგიების გამოთავისუფლებას უწყობს ხელს, დაკავშირებულია უცხოეთთან და უცხოეთში ცხოვრების შემთხვევაში ეს პოზიტიური ენერგია კიდევ უფრო ძლიერად თავისუფლდება მის ქვეცნობიერებაში. 1992 წელს, იანი დედამისთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად შეერთებულ შატატებში. ბოლომდე არ დაასრულა სწავლა უნივერსტიტეტში და დაიწყო მუშაობა კომპანია „Yahoo“- ში, სადაც გაიცნო ბარიან ეკტონი რომელიც დაბადებულია 1972 წლის 17 თებერვალს. მისი მთავრის ჰოროსკოპში „ჩანდრა ლაგნაში„ მთვარე იმყოფება თევზების ზოდიაქოში, სადაც იან კუმის მთვარის ჰოროსკოპში იმყოფება იუპიტერი (წარმატებების მომტანი პლანეტა), ხოლო თავად იან კუმის მთვარე იმყოფება მშვილდოსნის ზოდიაქოში, სადაც ბრაიან ეკტონის მთვარის ჰოროსკოპში იმყოფება წარმატებების მომტანი პლანეტა იუპიტერი, ესე იგი აქედან შეიძლება გავაკეთოდ დასკვნა რომ ეს ურთიერთობა ორივეს ცხოვრებაში ჩართავდა პოზიტიურ სამსკარას, რაც წარმატებულ მოქმედებებს გამოიწვევდა ორივე მხრიდან. ასეც მოხდა, თანამშრომლობით მათ შექმნეს „WhatsApp“ -ის პროგრამა, რასაც ამჟამად უამრავი ადამიანი იყენებს. 2014 წელს WhatsApp იყიდა „Facebook“-მა 19 მილიარდ დოლარად, რის შედეგადაც იან კუმი გახდა მილიარდერი, რომელიც უკრაინაში როდესაც ცხოვრობდა იყო უკიდურეს გაჭირვებაში და შესაძლოა ესეც დარჩენილიყო, რომ არ მოხვერილიყო ისეთ გარემოებებში, რომლებიც აძლიერებდა მის პოზიტიურ „სამსკარებს“.
შეიძლება კიდევ მრავალი ფაქტი მოვიყვანო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის საკუთარი „ჩანდრა ლაგნას„ ცოდნა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ „ჩანდრა ლაგნაში „ პლანეტების მდებარეობა არა ტროპიკული სისტემით განიხილება, არამედ სიდერიული სისტემით (ეს იმათთვის, ვინც ასტროლოგიაში არის გათვითცნობერებული).