ახმადი ჯებრაილოვის საინტერესო ცხოვრება
ამ სტატიაში მსურს გიჩვენოთ, თუ რამდენად ზუსტად ემთხვევა ჰოროსკოპი ადამიანის ბიოგრაფიას. მეტად საინტერესო ბიოგრაფიას წავაწყდი ინტერნეტში. ეს არის ახმადი ჯებრაილოვის ცხოვრება, ამ თემამ დამაინტერესა იმიტომ, რომ ზოგიერთი მკვლევარი მის ისტორიას საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ფალსიფიკაციად თვლის, რუსულენოვა ვიკიპედიაში მისი ბიოგრაფია დასათაურებულია როგორც მითი ჯებრაილოვზე. მოვიძიე ამ ადამიანის დაბადების თარიღი, შევადგინე მისი კოსმოგრამა და აღოჩნდა, რომ ამ პიროვნებას შესაძლოა ისეთი ბიოგრაფია ჰქონოდა, რასაც ვიკიპედია ფალსიფიკაციას უწოდებს, მაგრამ არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რა არის მის ბიოგრაფიაში ფალსიფიცირებული. კოსმოგრამაში ჩანს ადამიანის ბედის განვითარების ყველა შესაძლოა სცენარი, შეიძლება თუ არა რომ ჯებრაილოვის ბიოგრაფია განვითარებულიყო იმ სცენარით, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ფალსიფიკაციას უწოდებს, აღმოჩნდა რომ კოსმოგრამის მიხედვით შესაძლებელი ყოფილა.
მაშ ასე, ახმადი ჯებრაილოვი დაიბადა აზერბაიჯანში ( 22 სექტემბერი, 1920 ), მოხალისედ წავიდა ომში და მოითხოვა ჩაეწერათ მზვერავად, ყველას გაუკვირდა მისი ეს სურვილი და ამის გამო დასცინეს კიდეც. ასეთ ვითარებაზე მიუთითებს აღმავალი კარმული კვანძი მის ჰოროსკოპში, რომელიც იმყოფება მორიელის ზოდიაქოში ( მორიელის ზოდიაქო განაგებს ზუსტად ამ სფეროს, დაზვერვას, სპეცსამსახურებს და ა. შ. ). მისი ეს სურვილი ირონიულად მიიღეს, თუმცა პირველივე ბრძოლიდან, ის შედარებით გვიან დაბრუნდა და მოიყვანა ტყვე გერმანელი, რომელიც გაცილებით მაღალი იყო მასზე და ფიზიკურად უფრო ძლიერიც ჩანდა, ნაცვლად იმისა რომ დაეჯილდოვებინათ ჯებრაილოვი, პირიქით ის დასაჯეს, იმიტომ რომ ტყვე უბრალო ჯარისკაცი აღმოჩნდა და რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობდა. ერთხელ თანამებრძოლეებმა შენიშნეს, რომ ჯებრაილოვი გულდასმით ჩაჰკირკიტებდა რუსულ-გერამანულ ლექსიკონს და ეჭვი გაუჩნდათ ხომ არ აპირებდა ის ტყვედ ჩაბარებოდა გერმანელებს, თუმცა მან ეს ახსნა იმით, რომ მზვერავს უნდა სცდონოდა მტრის ენა, „მაგრამ შენ ხომ არ ხარ მზვერავი?“ ეკითხებოდნენ მას, ის კი პასუხობდა- „ჯერჯერობით არ ვარ“. იმაზე რომ მას ჰქონდა ენების ათვისების ნიჭი, მის ჰოროსკოპში მიუთითებს იუპიტერი ქალწულის ზოდიაქოში, იმდენად წრაფად და წარმატებით ეუფლებოდა გერმანულ ენას, რომ გარკვეული ორგანოები დაინტერსდნენ მისი ბიოგრაფიით, ხომ არ ჰქონდა რაიმე ნათესაური კავშირი გერმანიასთან.
1942 წელს, დაჭრილი ჯებრაილოვი ტყვედ აიყვანეს გერმენელებმა და ასე აღმოჩნდა ის საფრანგეთში, ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში. ტყვეობის ეპიზოდის ალბათობაზე, მის კოსმოგრამაში მიუთითებს რეტროგრადული ურანი თევზებში და კვინკონსურ ასპექტში მერკურთან. საკონცეტრაციო ბანაკში ყოფნისას, ის ეხმარებოდა ფრანგ დამლაგებელ ქალს, ამ ქალს მან სთხოვა ესწავლებინა მისთვის ფარნგული ენა, ეს ახსნა იმით, რომ მას სურდა მოკავშირეების ენა სცოდნოდა, საკამოდ სწარაფად და შედეგიანად პროგრესირებდა ამ ენის ათვისებაში, შემდგომში ამ ქალის დახმარებით გაიპარა საკონცენტრაციო ბანაკიდან და ჩაერთო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რა მიუთითებს საფანგეთზე მის ჰოროსკოპში? დიახ მისი ჰოროსკოპი ამაზეც მიუთითებს მფარველი ანგელოზის წერტილი სელენა ( თეთრი მთვარე, კარმული ჯილდოების პლანეტა ) იმყოფება ლომის ზოდიაქოში ( ლომის ზოდიაქო განაგებს საფრანგეთს ). ფრანგმა პარტიზანებმა ის დანიშნეს ფრანგული დანაყოფის უფროსად ( მან საბოლოოდ მიაღწია იმას, რაც მის კარმასთან და მიზანთან იყო დაკავშირებული ). ამ დროს მან შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა არმად მიშელი, სწორედ ამ ფსევდონიმით გაიცნეს ის ფრანგებმა. ის იმდენად წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობებს, რომ შარლ დე გოლისგან სამადლობელო წერილიც კი მიიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში, მას არ შეუწყვეტია გერმანული ენის დაუფლება და მისი დანაყოფი გერმანელი ჯარისკაცების ფორმაში გადაცმული, მცირე ჯგუფებად ახდენდა რეიდებს მტრის ზურგში. ერთერთი ასეთი რეიდის დროს ის დაიჭრა, როდესაც გერმანელი ჯარისკაცები დაჭრილს ჩხრეკდნენ, ვითომ მომაკვდავმა გერმანულად წარმოსთქვა, რომ ემშვიდოებოდა თავის ახლობლებს და დიად გერმანიას. გერმანელმა ჯარისკაცებმა ჩათვალეს, რომ ეს მათი თანამებრძოლია და განაწესეს ოფიცერთა ჰოსპიტალში, სადაც სწრაფად გამოჯანმრთელდა და მალე დაიმსახურა დიდი სიმპათიები. შემდეგ მოხდა უჩვეულო რამ, გერმანული არმიის კაპიტანი ჰაინც მაქს ლაიგტები ( ეს იყო მისი, ჯებრაილოვის სახელი და გვარი ყალბი საბუთების მიხედვით), დანიშნეს ფრანგული ქალაქის, ალბის კომენდანტად. ახლა დავუბრუნდეთ მის ჰოროსკოპს, უცხოეთში წარმატებულ საბრძოლო კარიერაზე, მის ჰოროსკოპში მიუთითებს მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში. მარსის ასეთი პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანი ხშირად ისე აქტიურობს, ადვილად ზრდის თავის ავტორიტეტს ნებისმიერ გარემოებაში და თუ ამას დავამატებთ იმ გარემოებას, რომ ჯებრაილოვი გარეგნულად არ ჰგავდა ეთნიკურად აზერბაიჯანელს, მიუხედავად დაბალი სიმაღლისა, მას ჰქონდა ცისფერი თვალები და ღია ფერის თმა, ამიტომ გარეგნობასაც არ გამოუწვევია ეჭვები გერმანელ ჯარისჯაცებში, იყენებდა რა კომენდანტის თანამდებობას, ჯებრაილოვი უფრო ეფექტურად ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. შემდგომ, როდესაც უკვე სახიფათო იყო მისთვის გერმანელი ოფიცრის როლში ყოფნა, დეგოლის ბრძანებით კვლავ დაუბრუნდა პარტიზანების ჯგუფს. ჩადენილი გმირობებისთვის, ჯებრაილოვმა ( არმად მიშელმა ) ბევრი უმაღლესი ჯილდო მიიღო საფრანგეთის მთავრობისგან, 1951 წლისათვის ის იყო საფარგნეთის მოქალაქე, დაოჯახებული ფრანგ ქალზე, ვისთანაც შეეძინა ორი შვილი.
ამ დროს მან მოულოდნელად გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. მოსკოვში მისი პერსონით დაინტერესდა საბჭოთა უშიშროება , თუ რატომ მოხვდა გერმანელების ტყვეობაში, მათ ეჭვებს აძლიერებდა მისი ფოტოებიც გერმანელი ოფიცრის ფორმაში, გულაგში არ გაუშვეს, მაგრამ გადაასახლეს მის მშობლიურ სოფელში, ოხუდში და აუკრძალეს ამ სოფლის დატოვება. მის ჰოროსკოპში ამ ფაქტზე მიანიშნებს შავი მთვარე თხის რქაში და მისი კოსმოგრამის მეოთხე სახლში ( ეს სახლი განაგებს სამშობლოს ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამშობლო მისთვის არის კარმული პრობლემების სივრცე, ასეთი ადამიანი უკეთესად არის უცხოეთში ვიდრე სამშობლოში, ასე ჩარჩა სამშობლოში წლების განმავლობაში ჯებრაილოვი, სადაც სიბერემდე მუშაობდა აგრონომად თავის მშობლიურ სოფელში. ის რომ გვიანდელ ასაკში მისი საქმიანობა სამშობლოს დაუკავშირდებოდა, კარგად ჩანს მის კოსმოგრამაში, კერძოდ სატურნი ქალწულში და ტრიგონულ ასპექტში შავ მთვარესთან.
ამ კონკრეტული ბიოგრაფიის განხილვა, ნათლად გვიჩვენებს იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი წარმატებების და პრობლემების კონკრეტული გზები და ეს კარგად ჩანს ადამიანის ჰოროსკოპშიც. ჯებრაილოვს რომ სცოდნოდა თავისი ჰოროსკოპი, ალბათ არ დაბრუნდებოდა საბჭოთა კავშირში, ესეთი ტრიუმფალური წარმატებების შემდეგ მითუმეტეს. აგრეთვე აქ მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ ფაქტზე, კერძოდ შემთხვევით არ უჩნდება ადამიანს გარკვეული იდეები, სურვილები და ამის საფუძველზე მიზნები ეს ყველაფერი მას უბიძგებს ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც მისთვის ან წარმატებების მომტანია ან სიძნელეების, და ეს არ სცდება იმ სცენარს, რასაც აღწერს მისი ჰოროსკოპი. 1951 წელს, სატურნი იმყოფებოდა სასწორში, სადაც ჯებრაილოვის ჰოროსკოპში იმყოფებოდა მერკური ( ეს პლანეტა განაგებს აზრებს და იდეებს ) და შავი მთვარე ამ წელს იმყოფებოდა კირჩხიბში ( კირჩხიბის ზოდიაქო ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ჰოროსკოპში მიზნებს და სურვილებს განაგებს ), რაც ნიშნავს იმას, რომ მიზნები და სურვილები, რომლებიც ამ პერიოდში გაუჩნდა ჯებრაილოვს, მას დააბრუნებდა სამშობლოში, მისთვის ნაკლებად წარმატებულ სივრცეში. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ კონკრეტული ბიოგრაფიის შესაბამისობაზე მის ჰოროსკოპთან, თუმცა აღარ შეგაწყენთ ამით. მთავარი აზრი რისი გადმოცემაც მინდოდა არის ის, რომ საკუთარი ჰოროსკოპის ცოდნა ადამიანს შეიძლება დაეხმაროს სწორად ახსნას მის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები და აღმოაჩინოს წარმატებებისკენ მიმავალი გზები, ნაკლებად დაუშვას შეცდომები. ეს ბიოგრაფია გვიჩვენებს თუ რამდენად ემორჩილება ადამიანის ბედი მის კოსმოგრამას.