ასტროლოგიური ბლოგი

დავით ბუტიკაშვილისგან

რეალობის ცვლილების ფენომენი


   ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, სადაც 90 წლის მოხუცი ვეტერანი იხსენებს უცნაურ შემთხვევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეემთხვა, კერძოდ აქ საუბარი იყო მის უცნაურ გადარჩენაზე, როდესაც მის გვერდით დაეცა ჭურვი, რომელიც აფეთქდა. ეს მოხუცი იხსენებს, რომ ის ხედავდა შენელებულად როგორ ეცემოდა ჭურვი, როგორ ჩნდებოდა ბზარები ჭურვის კორპუსზე და როგორ გასკდა ეს ჭურვი მისგან დაახლოებით 50 სანტიმეტრში. ის ხედავდა შენელებულად იმას, რაც წამის განმავლობაში ხდებოდა. რაღაც მომენტში მან დკარგა გონება და შემდეგ გამოფხიზლდა და აღმოაჩინა, რომ იყო უვნებელი. ამ ვდეოში მოხუცი ცდილობს ახსნას ეს ფენომენი, საუბრობს ერთგვარ დამცავ ველზე, რომელიც მის გარშემო შეიქმნა და თითქოს ამან გადაარჩინა, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ ამ უცნაური მოვლენის ახსნის ჩემი ვერსია, შეიძლება ის ძალიან ფანატასტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, როცა ეს მოხუცი ჯარისკაცი ერთი რეალობიდან სხვა რეალობაში მოხვდა ანუ ერთ რეალობაში ჭურვი აფეთქდა და ის დაიღუპა, მეორე რეალობაში ის გადარჩა და დროის შენელების ფაქტიც, რომელსაც აღწერს ეს მოხუცი, თვით დრო გაჩერდა იმ რეალობაში და ამ მომენტში მოხდა მისი გადასვლა ახალ რეალობაში. კარლოს კასტანედას თავის წიგნებში აღწერილი აქვს „შეკრების წერტილის“ ფენომენი. ის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ამ რეალობაში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ჩვენი „შეკრების წერტილი“ არის კონკრეტულ პოზიციაში, მაგრამ ინდოელი შამანი დონ ხუან მატუსი, ასწავლის კასტანედას, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს „შეკრების წერტილის“ მდგომარეობა სხვა რეალობაში მოსახვედრად. ვედუს წყაროებში აღწერილია ის, რომ რეალობა მუდმივად იქმნება ყოველ წუთში, ყოველ წამში, დროის ნებისმიერ მომენტში არსებობს რელობის განვითარების უამრავი სცენარი და ჩვენი „შეკრების წერტილის“ (დავესესხები ტერმინს კარლოს კასტანედას) მდგომარეობა, განაპირობებს თუ რომელ რეალობაში შეიძლება მოვხვდეთ. თანამედროვე ნეირო-ფიზიოლოგია, ისეთი დილემის წინაშე დგას, რომ რეალობა არის ის რაც ობიექტურად არსებობს, თუ არის ის, რის მოდელირებასაც თავად ჩვენი ტვინი ახდენს იმ უამრავ შესაძლებლობებს შორის, რომელიც სამყაროში დროის ნებისმიერი მომენტში არსებობს.

  რამდენად შეიძლება მივენდოთ იმას, რასაც ეს მოხუცი ჯარისკაცი აღწერს, მე მოვიძიე მისი დაბადების თარიღი და შევადგინე მისი კოსმოგრამა. ის არის ვლადიმერ ივანესძე ტურნინი, დაბადებული 1922 წლის 2 თებერვალს, მის კოსმოგრამაში გამოიკვეთა ურანის და პლუტონის ზუსტი ტრიგონი (ეს ასტროლოგიაში დადებით ასპექტად ითვლლება), კოსმოგრამაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანი თავის ფენომენალურ შესაძლებლობებს ავლენს სტრესულ, კატასტროფულ, კრიტიკულ სიტუაციაში. მას შეუძლია გაანულოს თავისი ცხოვრება და დაიწყოს ახალი წერტილიდან, მას აქვს კავშირი დედმიწის ინფორმაციულ ველთან და უნარი მოიზიდოს საჭირო მოვლენები და სიტუაციები. მოკლედ, როგორც ჩანს ეს ადამიანი სიმართლეს ყვება და მას შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში შეცვალოს „შეკრების წერტილი“ და შესაბამისად აღმოჩნდეს ახალ რეალობაში.

  ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა ფენომენალური თვისებები’ რომელბიც შეიძლება სხვადასხვა სიტუაციებში გამოვლინდეს და ეს კარგად ჩანს მის პირად ჰორორკოპში ან კოსმოგრამაში.