როდის გვთავაზობს ცხოვრება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს
რას მოითხოვს ჩემგან ცხოვრება ? როგორი ცხოვრებისეული პოზიცია იქნება ყველაზე სასიკეთო საიმისოდ, რომ მოვერგო თანამედროვე ეპოქას? ეს არის ერთერთი ყველაზე აქტუალური და ხშირი კითხვები რასაც უსვამენ მიმდინარე პერიოდში ასტროლოგს და ეს სავსებით გასაგებია ასტროლოგისთვის იმიტომ, რომ ცოტახნის უკან პლუტონი გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში.
პლუტონი განაგებს ყველაფერ მასშტაბურს, მნიშვნელოვანს და ფუნდამენტურს ადამიანის ცხოვრებაში, ამ პლანეტის ენერგია ვლინდება იქ, სადაც ხდება მოვლენები, რომლებიც კარდინალურად ცვლის მანამდე არსებულ მდგომარეობას. ეს პლანეტა განაგებს ეპოქალურ ცვლილებებსაც და ადამინის ადგილს ამ ცვლილებებში.
პლუტონი მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს 2044 წლამდე და მოთხოვნები, რასაც ეს პერიოდი აყენებს ადამიანის წინაშე, აიძულებს ზოგიერთს შეიცვალოს ან გარდაიქმნას ისე, როგორც მიმდინარე ეპოქა მოითხოვს ან სთავზობს მათ შესაძლებლობებს, როდესაც მათი ჩარევა უფრო მნიშვნელოვანი, შედეგიანია და მიმდინარე ეპოქალური ცვლილებების კონტექსტში ხვდება. ჰოროსკოპში კარგად ჩანს თუ როდის დგება ეს მნიშვნელოვანი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, კერძოდ ასეთი მომენტი დგება მაშინ, როდესაც პლუტონი იკავებს ნებიმიერ ზოდიაქოში იგივე გრადუსს, რომელშიც ადამიანის დაბადების მომენტში იმყოფებოდა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამოდენიმე ცნობილი პიროვნების კოსმოგრამებს და შესაბამის ეპიზოდებს მათი ბიოგრაფიიდან.
ალექსანდრე დიუმა ( მამა ), დაიბადა 1802 წელს 24 ივლისს, მისი დაბადების მომენტში, პლუტონი იმყოფებოდა თევზების ზოდიაქოს მე-6 გრადუსში, 1829 წელს თებერვალში პლუტონი მოხვდა ვერძის მე-6 გრადუსში, ამ პერიოდამდე დიუმას ძალიან უჭირდა, უწევდა მზრუნველობა დედაზე აგრეთვე უკანონოდ შობილ შვილზე ალექსანდრეზე, განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს. 1829 წლის თებერვალში თეტრში დაიდგა მისი დრამა „ჰენრიხ მესამის კარი“ და დაიწყო დიუმას ტრიუმფის პერიოდი. სწორედ ამ დადგმის შემდეგ გახდა ის პოპულარული.
ჯორჯ გორდონ ბაირონი, დაიბადა 1788 წლის 22 იანვარს. პლუტონი იმყოფებოდა მერწყულის მე-15 გრადუსში, მისი წარმატებები და ტრიუმფი დაიწყო იმ წელს, როდესაც პლუტონმა გაირა ეს გრადუსი თევზების ზოდიაქოში 1809 წელს. ამ წელს მან გამოქვეყნა თავისი სატირული პოემა, რომელიც საზოგადოებამ აიტაცა და დაიწყო შემოქმედებითად წარმატებული პერიოდი.
ჩარლზ დარვინი, დაიბადა 1809 წლის 12 თებერვალს. დაბადების მომენტში, პლუტონი იმყოფებოდა თევზების ზოდიაქოს მე-13 გრადუსში. მან 1831 --- 1836 წლების შუალედში იმოგზაურა გემით, სახელად „ბიგლი“, სადაც შეგროვებულმა მასალამ და გაჩენილმა იდეებმა, მას ხელი შეუწყო თვისი ძირითად ნაშრომის შექმნაში, სახეობათა ჩამოყალიბების და ევოლუციური თეორიის შესახება, ამ მოგზაურობას დარვინის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტად თვლიან, ზუსტად ამ მოგზაურობის შემდეგ შექმნა თავისი თეორია. 1835 წელს პლუტონმა გაირა ვერძის მე-13 გრადუსში.
აბრაამ ლინკოლნი, დაიბადა 1802 წლის 12 თებერვალს.შესაბამისად ისევე როგორც დარვინის შემთხვევაში, პლუტონი იმყოფებოდა თევზების ზოდიაქოს მე-13 გრადუსში, აქედან გამოდინარე ლინკოლნის ცხოვრებაში რაღაც უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი, რომელმაც მისი როლი განსაზღვრა მიმდინარე ეპოქაში და მართლაც 1835 წელს ლინკოლნი არჩეული იყო ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანოში.
ადოლფ ჰიტლერი, დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს. პლუტონი იმყოფებოდა ტყუპების ზოდიაქოს მე-4 გრადუსში (ეს თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ მას ჰქონდა უნარი თავისი საუბრით ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინა საზოგადოებაზე). მეტად მნიშვნელოვანი რამ უნდა მომხდარიყო 1919 წელს (ამ წელს პლუტონმა გაიარა კირჩხიბის ზოდიაქოს მე-4 გრადუსი), რაც საშუალებას მისცემდა ჰიტლერს წარმატებით გამოეყენებინა მისი ეს ნიჭი, რათა საუკეთესოდ მორგებოდა ეპოქის მოთხოვნილებებს და მართლაც ამ წელს ჰიტლერი გახდა გერმანიის მუშათა პარტიის წევრი და დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა.
კიდევ ბევრი შესაბამისი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს იმ პერიოდში, როდესაც პლუტონი ნებისმიერ ზოდიაქოში გადის იმავე გრადუსს, რომელიც დაბადების მომენტში ეკავა, იმიტომ რომ ამ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მოსალოდნელია